მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა პროდუქტები საქართველოში - ასოციაციების პასუხი

5d80f2735cac0
ლევან თაღიაშვილი
17.09.19 23:30
830
ბიზნესი პროგნოზირებს, რომ თუ საწვავზე ფასები გაიზარდა, კომპანიებს ავტომატურად მოუწევთ პროდუქტების გაძვირება. მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ლევან სილაგავას თქმით, საქართველო მცირე ზომის ეკონომიკაა და დიდწილად ისეთ საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა ვალუტის კურსი და საერთაშორისო ნავთობის ფასები.

“საქართველო მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ძირითადად გარე ბაზრებზე და სავალუტო რყევებზე ვართ დამოკიდებული. როდესაც საწვავის ფასი იმატებს, ზეწოლა ჩვენზეც გადმოდის, ყველა პროდუქციის ღირებულებაშია გათვალისწინებული საწვავი. თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, დისტრიბუციაც გაძვირდება და ამის მოლოდინები უკვე გვაქვს“ - ამბობს მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

იგივე პროგნოზი აქვს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ივა ჭყონიასაც. მისი თქმით, თუ საწვავი გაძვირდა, მთავრობას ექნება შესაძლებლობა რამდენიმე წლის წინ გაზრდილი საწვავის აქციზის ფასი ძველ ნიშნულზე დააბრუნოს, რაც გარკვეულ ბუფერს გააჩენს და სიტუაციას შეამსუბუქებს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის გამო საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა ერთბაშად $10-ით მოიმატა.