“საქართველო მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ძირითადად გარე ბაზრებზე და სავალუტო რყევებზე ვართ დამოკიდებული. როდესაც საწვავის ფასი იმატებს, ზეწოლა ჩვენზეც გადმოდის, ყველა პროდუქციის ღირებულებაშია გათვალისწინებული საწვავი. თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, დისტრიბუციაც გაძვირდება და ამის მოლოდინები უკვე გვაქვს“ - ამბობს მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.
იგივე პროგნოზი აქვს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ივა ჭყონიასაც. მისი თქმით, თუ საწვავი გაძვირდა, მთავრობას ექნება შესაძლებლობა რამდენიმე წლის წინ გაზრდილი საწვავის აქციზის ფასი ძველ ნიშნულზე დააბრუნოს, რაც გარკვეულ ბუფერს გააჩენს და სიტუაციას შეამსუბუქებს.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის გამო საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა ერთბაშად $10-ით მოიმატა.