საქართველოში მოქმედი სალიზინგო კომპანიების შეფასებით, პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ლიზინგზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეკონომიკის გახსნა დაიწყო, ბაზარზე პოზიტიური ნიშნები შეინიშნება.
ბაზრის გამოცოცხლებაზე საუბრობენ „საქართველოს სალიზინგო კომპანიაშიც“, მაგრამ ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მომავალი 1 წლის განმავლობაში კომპანიებისთვის ლიზინგი გაძვირდეს, მიზეზი - გაზრდილი რისკებია.
“დღეიდან შემდეგი 1 წლის განმავლობაში ¼-ით მეტ რისკს ვხედავთ, ვიდრე იქნებოდა სხვა შემთხვევაში. დაახლოებით, მეოთხედით უფრო ძვირი დაჯდება ყველაფერი და ამის მიზეზი იქნება ის, რომ მართალია, სალიზინგო პროდუქტებზე გარკვეული მოთხოვნა შეინიშნება, ვფიქრობთ, ბიზნესს იმ ნიშნულთან დაბრუნება გაუჭირდება, სადაც პანდემიამდე იყვნენ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენც შემდეგი ერთი წელი ვერ გვექნება ის კომფორტი ბიზნესის მხრიდან, რაც ადრე გვქონდა, ვგულისხმობ მათ ფინანსურ სიჯანსაღეს. კრიზისის დროს ფულზე წვდომა რთულდება იმ კუთხით, რომ ვიღაცას საერთოდ არ აქვს მზაობა, რომ ინვესტიცია განახორციელოს ამ გაუგებარ სიტუაციაში, რადგან ვერ ხედავს რისკის დონეს, შესაბამისად, ფასს ვერ ადგენს. მეორე - ვინც გასცემს ამ დროს ფულს, ის მას აძვირებს, იმიტომ რომ რისკი გაზრდილია. შესაბამისად, ფინანსებზე წვდომა გირთულდება და ფასი გეზრდება; ეს ყველაფერი კი, საბოლოო მომხმარებელზე აისახება“, - ამბობს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ფინანსური დირექტორი ნესტან მიქელაძე.
ის მთავარ გამოწვევად არაპრორგნოზირებად გარემოს ასახელებს, რაც კომპანიებს პროცესების დაგეგმავში ხელს უშლის, ხშირად იცვლება სტრატეგიაც, ეს კი საქმიანობაზე არასახარბიელოდ მოქმედებს.
ამასთან, ნესტან მიქელაძის განმარტებით, დღეს სტაბილურობასთან ერთად მნიშვნელოვანია, ბიზნესების მოძლიერება, რადგან ეს ფაქტორი ირიბად მათ საქმიანობაზეც აისახება, ვინაიდან კერძო სექტორი სალიზინგოების პირდაპირი მომხმარებელია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებმა გააგრძელონ არსებობა, სექტორებმა იმუშაონ, მათ შორის ჩვენც. თუ გამოუვალ სიტუაციაში ვიქნებით, მაგალითად ისეთში, როგორშიც რამდენიმე თვის წინ აღმოვჩნდით, როცა ლარზე წვდომა გართულდა, რადგან, ფაქტობრივად, სისტემიდან ამოღებული იყო ლარი და მას ფიზიკურად ვერ იშოვიდი და მიიღეს ჰეჯირების ინსტრუმენტები; მთავარია, ასეთი მომენტები არ დადგეს დღის წესრიგში, ჩვენ რესურსი და მზაობა გვქონდეს, ხოლო იქით მხარეს არსებობდეს ის ბიზნესი, რომელსაც დავაფინანსებთ“, - აცხადებს ნესტან მიქელაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი