მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირებული საკვები პროდუქტების ფონზე გასტროტურიზმში ფასები 30%-ით გაიზრდება - ქეთი კვიჭიძე

6471b2492dc5b
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 16:14
687
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება გასტროტურიზმი. BMG-სთან საუბრისას გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე აღნიშნავს, რომ 2023 წელი გასულ წელს მოთხოვნის თვალსაზრისით 10-15%-ით გადააჭარბებს.

“ვფიქრობ, რომ წლევანდელი წელი გასტროტურიზმის მიმართულებით საინტერესო იქნება, რადგან ნელ-ნელა ქართული სამზარეულო უფრო წარმატებული ხდება. პროდუქციაზე ფასები გაზრდილია და ფაქტობრივად, მოწინავე ქვეყნების ფასებს გაუთანაბრდა", - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.

ის ამბობს, რომ სწორედ პროდუქციაზე გაზრდილი ფასების გამო, ღირებულება გასტრონომიული ტურიზმის მომსახურებაზეც მოიმატებს.

“სოფლის მეურნეობაში პრობლემაა, რადგან მოთხოვნა გვაქვს, თუმცა საჭირო რაოდენობით მრავალფეროვანი პროდუქციის მიწოდება არაა, რაც საბოლოოდ პროდუქციას აძვირებს. ვფიქრობ, რომ გაძვირებული საკვები პროდუქტების ფონზე გასტროტურიზმში ფასები წელს 30%-ით გაიზრდება", - განმარტა კვიჭიძემ.