მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო გლობალურად FDI-ის 40%-მდე ვარდნას პროგნოზირებს

5ee7896d4500c
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.20 18:47
927
გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციის (UNCTAD) ახალი ანგარიშის მიხედვით, გლობალურად  პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შეიძლება Covid-19-ის პანდემიის გამო, 40%-მდე შეიძლება შემცირდეს. 

FDI-ის ვარდნის ტენდენციის გაგრძელებას ელის UNCTAD-ი 2021 წელსაც, რაც ორგანიზაციის შეფასებით, სავარაუდოდ, 5%-დან, 10%-მდე იქნება. 

ორგანიზაციის მიხედვით, თუკი 2019 წელს FDI-ის მოცულობა $1.54 ტრილიონი დოლარი იყო, 2020 წელს ის $1 ტრილიონზე ნაკლები შეიძლება გახდეს. 

პროგნოზის მიხედვით, ლათინურ ამერიკაში FDI შეიძლება განახევრდეს, 30%-დან 40%-მდე ვარდნა არის პროგნოზირებული აზიის განვითარებად ქვეყნებში, 25%-დან 40%-მდე აფრიკაში, ხოლო მაღალშემოსავლიან ქვეყნებში შემცირება შესაძლოა 25%-40%-ის დიაპაზონში იყოს. 

FDI-ის კლება საქართველოში:

2020 წლის პირველ კვარტალში, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $165.4 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში კვარტალური ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია.

გასული წლების განმავლობაში ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა და ის $1.96 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო ($462 მლნ დოლარი), რაც შაჰ-დენიზის მილსანდენის მეორე ფაზის მშენებლობას უკავშირდებოდა, თუმცა ამ საინვესტიციო პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მნიშვნელოვანი ახალი ინვესტორი კი არ გამოჩენილა.

2018 წელს ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა და მან $1.26 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა.