გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გლობალური ეკონომის აღდგენის ტემპის შემცირებას პროგნოზირებს. ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა 2022-ში 4%-ით გაიზრდება, ხოლო 2023-ში - 3.5%-ით, მაშინ როდესაც გლობალური ეკონომიკა 2021-ში 5.5%-ით გაიზარდა.
გაეროს განმარტებით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შეფერხება კორონავირუსის ინფექციის ახალ შტამებს და ტალღებს უკავშირდება, რაც ზრდის ინფლაციის წნეხს და ასევე დამატებით გამოწვევებს უქადის დასაქმების ბაზარს და მიწოდება/მომარაგების სფეროს.
გაეროს მოხსენების მიხედვით, ეკონომიკის ზრდის იმპულსი საგრძნობლად შენელდა 2021 წლის ბოლოსთვის, განსაკუთრებით ჩინეთში, აშშ-ში და ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებთან, რადგან მონეტარული და ფისკალური სტიმულის ზემოქმედება შემცირდა და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებები წარმოიშვა.
გაერო-ს პროგნოზით, განვითარებად ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის სრული აღდგენა რთული იქნება, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისგან განსხვავებით, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა პანდემიამდელ პროგნოზებს თითქმის სრულად 2023 წლისთვის დაუბრუნდება.
გაეროს თქმით, 2021 წლის ძლიერი ეკონომიკური აღდგენა გაპირობებული იყო გაზრდილი სამომხმარებლო ხარჯებით, ინვესტიციების ათვისებით, მომატებული სასაქონლო ვაჭრობით, რომელმაც გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს და ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო ოთხი ათწლეულის მაქსიმუმი შეადგინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი