09.მარტი .2020 14:00

გაერო: კორონავირუსის გამო, გლობალური ექსპორტი შესაძლოა $50 მილიარდით შემცირდეს

views 308
უკან

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (United Nations Organization) ახალი ანგარიშის თანახმად, ახალმა კორონავირუსმა (COVID-19), რომელმაც უკვე შეანელა წარმოება ჩინეთში და ხელს უშლის მსოფლიო ვაჭრობას, შეიძლება გლობალური ექსპორტი 50 მილიარდი აშშ დოლარით შეამციროს.

იმის გამო, რომ ჩინეთი მრავალი გლობალური ბიზნეს ოპერატორის წარმოების ჰაბია, ქვეყანაში წარმოების შენელებამ ნეგატიური შედეგი გამოიღო მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არის დამოკიდებული მისი ინდუსტრია ჩინელ მომწოდებელზე.

„ადამიანის სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხის გარდა, კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ ზიანს აყენებს გლობალურ ეკონომიკას,” - აღნიშნულია ანგარიშში.

გაეროს შეფასებით, ყველაზე დაზარალებულ სექტორებს შორისაა დანადგარები, საავტომობილო და საკომუნიკაციო მოწყობილობები. ყველაზე დაზარალებულ ეკონომიკებს შორის კი,  ევროკავშირი (15.6 მილიარდი აშშ დოლარი) ლიდერობს, მას მოჰყვება შეერთებული შტატები (5,8 მილიარდი დოლარი), იაპონია (5.2 მილიარდი აშშ დოლარი), კორეის რესპუბლიკა (3.8 მილიარდი დოლარი), ტაივანის პროვინცია (2.6 მილიარდი დოლარი) და ვიეტნამი (2.3 აშშ დოლარი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა