მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელ მსოფლიოში 40%-ით შემცირდება

5e844b2e34d37
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.20 20:40
906
გაეროს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელს მსოფლიოში 30-40%-ით შემცირდება, რაც გამოწვეული იქნება COVID-19-ის პანდემიით და ნავარაუდევზე უფრო მძიმე ეკონომიკური დარტყმა ექნება.

როგორც გაეროს ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად შემცირებისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონცენტრირება იმ ქვეყნებში მოხდება, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან პანდემიით.

”საბოლოო ჯამში, შემცირება დამოკიდებული იქნება პანდემიის სიმძიმესა და ხანგრძლივობაზე, ასევე ზომებზე, რომლებსაც ქვეყნები მიიღებენ კორონავირუსის შესაჩერებლად. მთავრობების მიერ გაღებული თანხები, რომლებიც განკუთვნილია ეკონომიკის დასახმარებლად განსაზღვრავს რეცესიის ხანგრძლივობას და ეკონომიკის გაჯანსაღების სიჩქარეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის თქმით, კორონავირუსის პანდემია სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოცდა და გამოწვევაა. მან მოუწოდა მსოფლიოს კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა პანდემია შეჩერდეს. გუტიერეშმა ასევე მიმართა ინდუსტრიულ სახელმწიფოებს და განვითარებად ქვეყნებს დახმარებისკენ მოუწოდა.