მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო-ს გენმდივანი: ახლა გაერთიანების დროა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში

5e96bc59d8de4
ნათია თაქთაქიშვილი
15.04.20 12:26
981
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში აცხადებს, რომ ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რესურსების შემცირების დრო არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

"როგორც 8 აპრილს აღვნიშნე, COVID-19-ის პანდემია არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ბოლო დროინდელ მსოფლიოში, სადაც ჯაჭვურად არის გადაბმული ჯანდაცვა და ეკონომიკა. ახლა დროა ერთიანობისთვის, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად იმუშაოს ვირუსის შესაჩერებლად და პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად. ჩემი რწმენით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარდაჭერა სჭირდება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა კორონავირუსთან ომში გავიმარჯვოთ", – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

როგორც გუტიერეში აღნიშნავს, ეს იქნება კარგი გაკვეთილი მსგავსი გამოწვევების ეფექტურად გადასაჭრელად, რომელიც შესაძლოა, მომავალში ისევ წამოიჭრას.

"დაპირისპირების დრო არ არის, როდესაც ამას გადავიტანთ, უნდა დავსხდეთ და გავაანალიზოთ, თუ როგორ გაჩნდა ეს დაავადება, როგორ გავრცელდა და რა კრიზისები გამოიწვია", - განაცხადა გუტიერეშმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის კრიზისის დროს არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა და დაფინანსება შეუჩერა.