მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერო საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის შექმნას $2 მლნ-ით დააფინანსებს

5da7371cb1ec6
თელარა გელანტია
16.10.19 19:36
2896
აშშ-ში გაეროში გამართულ შეხვედრაზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ საქართველოში გლობალური ინოვაციების ცენტრის გახსნის თაობაზე გაერო-სთან შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმების ფარგლებში გაერო 2 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

„ასევე, ნიუ-იორკში შეხვედრა გაიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მათი ჩართულობა ქართული სტარტაპების განვითარებაში; ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს სტარტაპერები სხვადასხვა ბიზნეს აქსელერატორებს შეხვდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

bm.ge პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.