10.მაისი .2022 21:00

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩიეს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩიეს
views 722
უკან

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის შემცვლელად ჩეხეთი აირჩია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად გამოცხადდა. გადაწყვეტილებას მხარი 157 წევრმა დაუჭირა, 23-მა თავი შეიკავა.

ცნობისთვის, გაერომ 93 ხმით 24 წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, 7 აპრილს მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას.