მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს ბავშვთა ფონდი ორსული ქალებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციებს იწყებს

5f049fb3ed37d
BM.GE
07.07.20 21:17
798
გაეროს ბავშვთა ფონდი, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, საქართველოში აღრიცხვაზე მყოფ დაახლოებით 26000 ორსულ ქალს სთავაზობს გინეკოლოგებთან ვირტუალურ კონსულტაციებს. 2020 წლის ივნისიდან დღემდე, წამყვანმა ექიმებმა ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარეს 5000-ზე მეტ ორსულს. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ორსულ ქალებს, დარეგისტრირდნენ და სატელეფონო ზარით მოწვევის შემდეგ გამოიყენონ სეანსებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ვირტუალური სეანსების მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შერბილება. დისტანციური ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში ექიმი თითოეული ქალის შეკითხვას პირადად გამოეხმაურება. ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით სეანსებში 25-მდე ორსული ქალი ჩაერთვება და ისინი შეძლებენ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას ექიმისა და სხვა ორსულებისაგან.

პროექტის საწყის ფაზაში ჩაერთვებიან კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში - მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალები, სადაც მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იყო დაწესებული.