მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მონაცემების შესახებ განცხადებას ავრცელებს

5e39aa7ed317b
BM.GE
04.02.20 21:25
1684
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მონაცემებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია:

2009 - 11.5%
2011 – 9.4 %
2013 – 6 %
2015 – 2.5 %
2017 – 6.8 %.

"2011 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგებმა გამოიწვია დისკუსია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ, რის შედეგადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით 2013-2015 წლებში მოხდა აღნიშნული პროგრამის გადასინჯვა. რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა ბავშვებისათვის სპეციალური ფულადი დანამატი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში.

სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის საპასუხოდ, 2019 წელს მთავრობამ ხუთჯერ გაზარდა ბავშვის დანამატი. ამჟამად, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, მთავრობა ახორციელებს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის და ბავშვთა ფულადი დანამატების ზეგავლენის სიღრმისეულ შეფასებას. შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოს", - წერია განცხადებაში.

ამასთან, როგორც Unicef-ი წერს, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი პანელური კვლევაა, რომელიც 2009 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევა გამოიყენება უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების გასაზომად და მონაცემების მოსაპოვებლად განათლებისა და ჯანდაცვის, ბავშვთა კეთილდღეობის, სოციალური დაცვისა და სხვა სფეროებში. კვლევის შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციები პოლიტიკის შემქმნელებს აწვდის სათანადო ინფორმაციას სისტემური ცვლილებების განხორციელებისთვის, რათა ქვეყანაში გაძლიერდეს სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სისტემებები.