მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს განვითარების პროგრამა - საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას

5e9593f3a6900
ინგა მურუსიძე
14.04.20 15:00
793

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვიტონი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. როგორც bm.ge-ს სამეგრელოს გუბერნატორნის აპარატიდან აცნობეს, მან საგანგებო შტაბს 1800 ცალი ,,kn95 რესპირატორი“ გადასცა. მიღებული რესპირატორები რუხის საავადმყოფოს გადაეცემა.

ლუზია ვიტონმა სახელმწიფო რწმუნებულისგან რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პროევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.