მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გენმდივანი მდიდარ ქვეყნებს ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდებს

602e5503427fb
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.21 22:50
591
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მდიდარ ქვეყნებს ვაქცინის სამართლიანი განაწილებისკენ მოუწოდა, რადგან მსოფლიო კორონავირუსის დამარცხებას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გუტიერეშის თქმით, ვაქცინაციის პროგრესი ძალიან არათანაბარია.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 75% მხოლოდ ათ ქვეყანაშია ადმინისტრირებული, ამავდროულად 130-ზე მეტ ქვეყანას ვაქცინის ერთი დოზაც არ მიუღია“, - განაცხადა გუტიერეშმა.

გუტიერეშის განცხადებით, ეს დიდი მორალური ტესტია მსოფლიოსთვის და თუ ვაქცინაცია თანაბარი სიხშირით არ წარიმართება მსოფლიოში პანდემია დიდხანს გაგრძელდება.

„თუ ვირუსს გავრცელების საშუალება ექნება, მისი მუტაცია ისევ მოხდება. ახალი ვარიანტები შეიძლება უფრო გადამდები გახდეს და საფრთხე შეუქმნას მიმდინარე ვაქცინების ეფექტურობას. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს პანდემია,“ – განაცხადა გუტიერიშმა.