მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გენმდივანი მოსკოვში პუტინს შეხვდება

6262e197d37c2
ალა ისპირიანი
22.04.22 21:13
988
კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით BBC იტყობინება, რომ სამშაბათს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

გამოცემის ცნობით, ანტონიო გუტიერეშს სამუშაო შეხვედრა და ლანჩი ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც ექნება.

ცნობისთვის, 2 დღის წინ CNN- მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაეროს გენერალურ მდივანს პუტინთან და ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა სურდა. მათივე ცნობით, გუტიერეშს სურდა, რომ პრეზიდენტებთან ის დაუყოვნებლივი ნაბიჯები განეხილა, რაც უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად არის საჭირო.