მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის IV სესიას კანტის აკადემია 26-28 ივნისს მართავს

5ef607ce6049a
BM.GE
26.06.20 18:34
1352
გაეროს მოდელირების ოფიციალური საერთაშორისო კონფერენციის IV სესიას კანტის აკადემია ამჯერად გაციფრულებულ რეალობაში, ახალ პარტნიორებთან, კომიტეტების ამერიკელ ხელმძღვანელებთან, გაეროს ოფიციალურ სპიკერებთან და სხვა უამრავ შესაძლებლობასთან ერთად 26-28 ივნისს მართავს.

ONLINE GIMUN-ის ახალი კონცეფცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ იმსჯელონ, იკამათონ, წარმართონ მოლაპარაკებები, შექმნან კოალიციები და მიიღონ შეთანხმებები მსოფლიოში არსებული გამოწვევების გარშემო, არამედ ჩაერთონ ტელეხიდებში გაეროს ოფიციალურ სპიკერებთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და გახდნენ ვორქშოფების მონაწილეები, რომელსაც წარმართავენ კანტის ამერიკელი პარტნიორები IMUNA-დან.

ეს იქნება პირველი ონლაინ კონფერენცია ევროპაში და მას პატრონაჟს გაუწევს კანტის აკადემიის ოფიციალური პარტნიორი გაეროს მოდელირების გლობალური, ამერიკული პლატფორმა MUN Impact კალიფორნიიდან, რომელსაც მსოფლიოში გაეროს პროგრამების ონლაინ მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კონფერენციის საკომიტეტო მუშაობას სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული ამერიკელი ხელმძღვანელები წარმართავენ.

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაში ახალგაზრდა ლიდერებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა კონტინენტიდან ჩაერთონ.

კონფერენცია ტრანზიციულ ეპოქაში მსოფლიოს ახალ დღის-წესრიგსა და გლობალური ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ შექმნილ ახალ შესაძლებლობებს მიეძღვნება.

2020 წლის კონფერენციის თემები შერჩეულია IMUNA-თან პარტნიორობით.