05.მარტი .2022 10:19

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

გაეროს მონაცემებით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა
views 518
უკან

გაეროს 3 მარტის მონაცემებით, უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა. მათი უმეტესობა პოლონეთში წავიდა და ასეთი 650 ათასი უკრაინის მოქალაქეა.

ქვეყნების სიაშია ასევე სლოვაკეთი (90 000), უნგრეთი (145 000), რუმინეთი (57 000), მოლდოვა (103 000) და რუსეთი (149 000).