13 ივლისს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, „თეგეტა“ მხარს დაუჭერს კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. პრიორიტეტია ასევე მოზარდი გოგოების გაძლიერება ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის გზით.
„მიგვაჩნია, რომ ყველა იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი თავისი საქმიანობით ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეების წრის გაფართოება და ერთობლივი ძალებით მუშაობა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მოხარული ვართ, რომ „თეგეტასთან“ პარტნიორობით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და დღეიდან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
„გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნაა. წლებია, რაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ - განსაკუთრებით გვეამაყება, რომ გასული წლიდან ჩვენს სერვისცენტრებში პირველი მექანიკოსი ქალები მუშაობენ და ამაში, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივცეთ“, - ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 2022 წლის ივლისიდან განხორციელდება.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი