19.აპრილი .2022 09:19

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელებენ

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელებენ
views 563
უკან

დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

უშიშროების საბჭოს სამდივნოს ინფორმაციით, სხდომაზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მოხსენებას ელოდებიან.

სხდომაზე მოწვეულია უკრაინის ელჩი გაეროში სერგი კისლიცა, რომელიც სხდომაზე სიტყვით გამოვა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ქვეყანა 4.9 მლნ ადამიანმა დატოვა.