მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროსგან $1 მილიონის დახმარება თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია - ნათია მეზვრიშვილი

5ec2666daeea8
ინგა მურუსიძე
18.05.20 15:12
1013
ის, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, საქართველოს მთავრობისა და გაეროს ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი გაეროს მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, დახმარება მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე.

„პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვირუსის გავრცელების შენელება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კრიზისით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერომ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაეროს შორის. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან დახმარება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებას და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.