მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონემ 30 წლის უმაღლეს ნიშნულს, 7%-ს მიაღწია

6256b6753f5c5
გიორგი თოლორდავა
13.04.22 16:26
820
გაერთიანებული სამეფოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის მარტში ინფლაციის დონემ 7% შეადგინა, რაც 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

თებერვალთან შედარებით, მარტში სამომხმარებლო ფასები 1.1%-ითაა გაზრდილი, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით გაძვირებული ენერგოპროდუქტები და სურსათია.

ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს და რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ინფლაცია მკვეთრადაა გაზრდილი აშშ-შიც, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 8.5%-ს აღწევს, რაც 1981 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნულია.