მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს განაგრძობს

5de8daacc2631
BM.GE
05.12.19 14:30
667
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ბაკურიანში, ზამთრის სეზონზე დამსვენებლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

"კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს სამუშაოების ჩატარება რთულ მეტეოროლოგიურ და რელიეფურ პირობებში რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდა.

სამუშაოები ითვალისწინებდა წყლის სათავე ნაგებობებისა და 2 კმ-მდე მონაკვეთზე დაზიანებული ქსელის ახალი სისტემებით ჩანაცვლებას.

სამუშაოების შედეგად შემცირდა წყლის დანაკარგი და გაიზარდა დებიტი. ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.