მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფართოვდება თუ არა ფოთის პორტი? - "APM-ს მთავრობისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს"

5e328cd51b955
ინგა მურუსიძე
30.01.20 12:06
1302
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობისთვის ცნობილია კომპანია APM-ტერმინალის სურვილი ფოთის პორტის გაფართოებაზე, თუმცა მათ მთავრობისთვის ოფიციალურად ჯერ არ მიუმრთავთ.

ასე უპასუხა თურნავამ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია მზად არის პროექტში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადოს და მის განხორციელებაში მთავრობის მხარდაჭერას ელოდება.

„ეკონომიკის სამინისტროს სახელით გპასუხობთ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი, პერიოდული შეხვედრები ჩვენი მოქმედი პორტების ხელმძღვანელებთან, ინვესტორებთან და ტოპ მენეჯმენტთან. მათ შორის APM-ტერმინალთან გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებთან და მათ შორის ფოთის პორტთან დაკავშირებით. მათი სურვილი ცნობილია, რომ განახორციელონ ახალი პორტის პროექტი იქვე, მოქმედი პორტის მიმდებარედ, ანუ პროექტი იქნება ფოთის პორტის გაფართოების და გაღრმავების, თავის დროზე მათ შემოტანილიც ჰქონდათ პროექტი სანებართვო, თუმცა, იმ ეტაპზე იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები და მაშინ პროექტი ჩვენი მხრიდან მიზანშეწონილად არ იქნა მიღებული, ხოლო ახლა ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური მომართვა არ ყოფილა. თუკი მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით რამდენად დაცული იქნება ყველა პროცედურა და რას წარმოადგენს ეს პროექტი, ხოლო შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თურნავამ.