მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფიცული მაღაროელების ნაწილი სამუშაო პროცესს ხვალიდან დაუბრუნდება - „ჯორჯიან მანგანეზი“

6085261acc39e
თელარა გელანტია
25.04.21 12:18
587
„შეთანხმება მიღწეულია“ - კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხდებას ავრცელებს, რომლის თანახმად, გაფიცული მაღაროელებიდან „ჯი ემ ტექნიკა“ სერვისის ატეკას) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ხვალიდან, 26 აპრილიდან დაუბრუნდებიან. დანარჩენ გაფიცულებთან კი პროფკავშირების ჩართულობით მოლაპარაკებები გრძელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. "ჯორჯიან მანგანეზი'' 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას.

„ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს: 1. მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას. 2. ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით. 3. ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში, შეადგენს 3 250 ლარს.

ასევე მაისის თვიდან ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2%-ით მატებას. ამ პირობებით, შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან, 26 აპრილიდან, დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა პირველი მაისიდან.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში კომპანია მოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის და დასაქმებულთა წინაშე; სურს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არ შეჩერდეს საწარმოო პროცესი, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს შეთავაზება დღევანდელ პირობებში, კომპანიის მხრიდან იყო მაქსიმუმი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.