მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგა გოგუა: “თიბისი ლიზინგი” უკვე ზღვაშიც შევიდა

5f9e5f3095339
ლიკა გურაბანიძე
29.10.20 20:30
904

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა პირველად დაფინანსდება. ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას შეძლებენ.

“თიბისი ლიზინგის” გენერალურმა დირექტორმა გაგა გოგუამ “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ კომპანიის მხრიდან ქვეყანაში თევზჭერის ხელშეწყობა მაქსიმალურად მოხდება.

“ხმელეთი არ გვეყო და თიბისი ლიზინგი ზღვაშიც შევიდა. ახალი მოდერნიზებული თევზსაჭერი გემებით შესაძლებელი იქნება 2-3-ჯერ მეტი თევზის დაჭერა. ამ სექტორში კონკურენცია უნდა იყოს და თევზჭერა ბევრი ქართული გემით უნდა მოხდეს.

ჩვენ კლიენტებს არა მხოლოდ გემის დაფინანსების და დაზღვევის, არამედ მისი არჩევის პირობებსაც შევთავაზებთ", - აღნიშნა “თიბისი ლიზინგის” გენერალურმა დირექტორმა.

გაგა გოგუას თქმითვე, "თიბისი ლიზინგი" სრულად ტექნოლოგიურ მომსახურებაზე გადადის.

“COVID19-ის გამო წლის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა. გადავწყვიტეთ, პანდემია შესაძლებლობად გამოგვეყენებინა. მომავალი წლიდან ჩვენს მომხმარებლებს ციფრულ მომსახურებებს შევთავაზებთ, ანუ მათ ონლაინ მოვემსახურებით. ჩვენ ახლა დროს იმისთვის ვიყენებთ, რომ წლის ბოლომდე სერვისების ტექნოლოგიური დანერგვა განვახორციელოთ", - განაცხადა გოგუამ.