25.მარტი .2023 14:47

გაგარინის ქუჩაზე წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია - მერია

გაგარინის ქუჩაზე წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია - მერია
views 729
უკან

თბილისის მერიის ინფორმაციით, გაგარინის ქუჩა N1-თან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილის ავარიულად დაზიანების გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

კერძოდ, სრულად შეიზღუდა „ვეფხი და მოყმის“ ძეგლიდან ჟვანიას მოედნისკენ ამსვლელი გზის მონაკვეთი, რის გამოც ტრანსპორტი მარჯვენა სანაპიროდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით გადაადგილდება.

რაც შეეხება ჟვანიას მოედნიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლისკენ ჩამსვლელ გზის მონაკვეთს, აქ მოძრაობა შეზღუდული არ არის და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. მერიის ცნობითვე, სატრანსპორტო შეზღუდვა მოიხსნება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალსადენის მილის აღდგენის სამუშაოების დასრულებისთანავე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა