მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობის ვადა? - მთავრობამ მსჯელობა დაიწყო

5e9044209be06
ინგა მურუსიძე
10.04.20 14:15
1757
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის შესაძლო გახანგრძლივება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგების, უწყებების მოსაზრებებსა და მოქალაქეების ქცევაზე.

"ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი, ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა და აქტიური ჯერ არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ არის. გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2 ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ და შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან წარმოდეგნილი მოსაზრებები იმის მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო, რათა ასევე ეფექტურად, როგორც ახლა არის. მხედველობაში იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობა. ჩვენი ქცევა ყოველთვის არის მხედველობაში მიღებული, როცა მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს ყველა მსჯელობა სპეკულაციაა, ხოლო მსჯელობა იქნება აქტუალური.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული.