მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგვიხარდებოდა, ეკლესიას მრევლისთვის ვაქცინაციაზე კურთხევა რომ მიეცა - პაატა იმნაძე

61857f8184a15
თამთა ჯიჯავაძე
05.11.21 22:59
674
ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ეკლესია და სინოდი ვაქცინაციის მოწინააღმდეგე არაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვიხარდებოდა რომ მრევლისთვის ვაქცინაციაზე კურთხევა მიეცათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიციასა და როლზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„არიან ისეთი მამაოები, რომლებიც აშკარად ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიაში არიან ჩართულები. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან უკეთესი იქნებოდა, რომ მოეწოდებინათ მათ ვაქცინაციისკენ. თუმცა, ისინი ამბობენ რომ ეს ექიმების საქმეაო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.