მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიაფდება თუ არა უძრავი ქონება? - m²-ის მოლოდინები

647f3b8b5ebb4
თათია ჩაფიჩაძე
06.06.23 18:30
9293
კომპანია m²-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მეძმარიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე ფასი 10-15%-ით კიდევ გაიზრდება. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ განაცხადა, მოთხოვნის კლება არ ფიქსირდება და ამასთან, მზარდია თვითღირებულებაც.

„ბუმი იყო 2022 წლის დასაწყისში, პირველ და მეორე კვარტალში, როცა ძალიან ბევრი ემიგრანტი შემოვიდა საქართველოში. ჯერ იყო ქირის მიმართულებით განსაკუთრებული მოთხოვნა, შემდეგ უკვე როცა ბაზარს გაეცნენ, შეიძინეს და ამან გამოიწვია ფასის ზრდაც. დღეს ვფიქრობ, რომ ფასი სტაბილურია და 10-15%-ით კიდევ გაიზრდება, არ შემცირდება არცერთ ვარიანტში. ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვგეგმავთ და რაც მისაუბრია დიდ დეველოპერებთან, არავინ არ გეგმავს ფასის შემცირებას.

ნელ-ნელა გაძვირდება და არა ისე სწრაფად, როგორც ეს გასულ წელს იყო. m²-ის სტატისტიკა რომ გითხრათ, 2022 წლის იანვრიდან დღემდე საშუალო ფასის ზრდა 45%-ია, თუმცა, მომავალში ასეთი ნახტომი აღარ იქნება და იქნება ნელი ზრდა.

ფასების ზრდას იწვევს მშენებლობის თვითღირებულების ზრდა. 2019-დან დღემდე დაახლოებით 2-ჯერ არის ბეტონის და არმატურის ღირებულება გაზრდილი, ასევე 50%-ით მასალების ღირებულება, 30-40%-ით მუშახელის და ამის დაწევის ტენდენცია საერთოდ არ ჩანს. რაც შეეხება ლარის კურსს, გამყარება პირიქით მოქმედებს. უცხოეთიდან შემოსულ მასალას უცხოურ ვალუტაში ვიხდით, ანუ თუ 3.0-ზე იყო დაგეგმილი, გამყარების პირობებში უფრო მეტი ლარის გადახდა გვიწევს და ეს წნეხიც გადადის კომპანიებზე. ის ტენდენციაც არის, რომ ბევრი აკეთებს დეველოპმენტს, მუშახელიც შეზღუდულია და მათი ხელფასებიც იზრდება“, - განაცხადა მეძმარიაშვილმა.