მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიაქტიურეთ Microsoft Office 365 პაკეტი სრულიად უფასოდ 6 თვის განმავლობაში !

5ebbb4c6806cd
BM.GE
13.05.20 12:48
2003
პანდემიის პირობებში, ბოლო 2 თვეა, Nexia TA ბიზნესებს კრიზისის ეფექტურად მართვისთვის სხვადსახვა პროექტებს სთავაზობს. მარტში მან დაიწყო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი „Move on Georgia”, რომელიც საზოგადოების და ბიზნესების ცოდნის გაღრმავებას და მხარდაჭერას ემსახურება. პროექტის ფარგლებში 1 200-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა უფასო სასწავლო ვებინარებზე და 100-მდე კომპანიამ მიიღო საჩუქრად კომპანიის სერვისებიდან უფასო საკონსულტაციო მომსახურებები.

ასევე Nexia TA-მ წამოიწყო სპეციალური პროექტი „ბუღალტერია მარტივად“, რაც დაბალბიუჯეტიან კომპანიებსა და ორგანიზაციებს შანსს აძლევს საერთაშორისო კლასის მომსახურება ერთი თანამშრომლის მომსახურებაზე დაბალ ფასად მიიღონ და თავი განსაკუთრებით დაცულად იგრძნონ.
კრიზისის ეფექტურად მართვის ფარგლებშივე Nexia TA-მ გააძლიერა ურთიერთობა Microsoft-თან. კომპანიამ შეიმუშავა Microsoft Office 365 E1 პაკეტის 6 თვით უფასო დანერვის პროგრამა, რომელიც მოიცავს ტრეინინგებს და რეკომენდაციებს პაკეტის ფუნქციანოლებზე, შესაძლებლობებსა და ბენეფიტებზე.

მათთვის ვინც დაინტერესებულია Microsoft Office 365 E1 უპირატესობების შესწავლითა და მათი გამოყენებით არსებულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში Nexia TA ონლაინ პრეზენტაციაზე იწვევს, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 14 მაისს, 15 საათზე.

პრეზენტაციაზე დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3dwN6Uk

Microsoft Office 365 უპირატესობებია:

- უწვეტი კომუნიკაცია ნებისმიერი სივრციდან ნებისმიერ დროს;
- მუდმივი წვდომა საოფისე პროგრამებთან ნებისმერი ადგილიდან, თუნდაც სახლიდან;
- გამარტივებული ინფორმაციის გაცვლის და დამუშავების პროცესი;
- თანამშრომლების ეფექტური კოლაბორაცია Microsoft Teams-ის პლატფორმის მეშვეობით;
- შეხვედრები, ტრეინინგები და კონფერენციები ნებისმიერი სივრციდან;
- კიბერ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით დაცული ფაილები.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის პერიოდშივე Nexia TA-ს მიმართულებებს ახალი პროდუქტი, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია დაემატა, რომლის მიზანიც არის ხელი შეუწყოს კომპანიებში არსებული რესურსების ოპტიმალურ გადანაწილებას. სტრატეგიული ბიზნეს მოდელის შერჩევისას იზრდება კომპანიის პროდუქტიულობა, მცირდება ხარჯები და დანაკარგები, მიიღწევა მეტი მომგებიანობა.
Nexia TA არის კომპანია, სადაც მუშაობის პროცესიც ისეთივე საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.

Nexia TA - უფრო ახლოს თქვენთან.