თუ Bloomberg Billionaires-ის ინდექსს დავუჯერებთ - ჩჟუნ შანშანმა, რომელიც ჩამოსასხმელი წყლის ბრენდი Nongfu Spring-ის დამაარსებელია, Alibaba-ს დამფუძნებელ ჯეკ მას ჩინეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში გადაასწრო. ამის შესახებ CNN წერს.
ჰონგ-კონგში რეგისტრაციის შემდეგ ჩჟუნ შანშანი ჩინეთის მესამე უმდიდრესი ადამიანი გახდა, თუმცა, გასულ კვირას Bloomberg-ის გამოთვლებით - მისი ქონების ღირებულებამ $58,7 მილიარდს გადააჭარბა, რის შედეგადაც მან გადაუსწრო ჯეკ მას. ჯეკ მას ქონება ბოლო მონაცემებით, $56,7 მილიარდია.
ჩჟუნის ახლად შეძენილი სტატუსი მას Tencent-ის დამფუძნებელ პონი მაზე წინაც აყენებს. ჯეკ მასა და პონი მასაგან განსხვავებით, ჩჟუნი "ტექნოლოგიური მეწარმე“ არ გახლავთ. Nongfu Spring-ის გარდა, იგი მოწინავე ვაქცინის მწარმოებლის, Beijing Wantai Biological Pharmacy-ის ხელმძღვანელიცაა. ამ კომპანიის აქციები საჯაროდ წელს განთავსდა შანხაიში, შედეგად ჩჟუნის სიმდიდრე საკმაოდ გაიზარდა.
"როგორც წესი, ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი [ტექონოლოგიური სექტორიდან] უნდა ყოფილიყო,“ - ამბობს რუპერტ ჰუგევერფი, სიმდიდრის კვლევის კომპანია Hurun Report-ის თავმჯდომარე.
ჩჟუნი, სხვა მოწინავე ბიზნესმენებისგან განსხვავებით, თავშეკავებულია, რის გამოც ზედმეტსახელი „ეული მგელიც“ კი შეარქვეს.
"მას ბევრი მეწარმე მეგობარი არ ჰყავს, ის საკუთარ საქმიანობითაა დაკავებული“ - ამბობს ჰუგევერფი, რომელიც შანხაიდან ჩინურ მოვლენებს დიდი ხანია აკვირდება.
ჩჟუნის მიღწევები ზემოხსენებულ წარმატებებამდეც შთამბეჭდავი იყო.
“ჩჟუნ შანშანი იმ გამონაკლისთაგანია, რომლებმაც ჩინეთში არა ერთი, არამედ ორი, $10 მილიარდიანი ბიზნესი ააწყვეს,“ - აღნიშნა ჰუგევერფმა.
ახალი მილიარდერები
ჩჟუნის აღმასვლა ჩინეთში შექმნილ სიმდიდრეს უსვამს ხაზს.
Hurun Report-ის სიას თუ დავეყრდნობით, წლის დასაწყისში, ჩინეთი უკვე გახლდათ მსოფლიოს მილიარდელთა უმრავლესობის თავშესაფარი, რითაც ერთად აღებულ ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს უსწრებდა.
Bloomberg-ის გათვლებით, გასულ თვეში ჩჟუნის ქონება $20 მილიარდს უტოლდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან საკუთარი ქონება, სულ რაღაც კვირებში, სამჯერ გაზარდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის