მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიცანით Cook Room - ახალი ინოვაციური პროექტი Glovo-სგან (R)

5f748d9ba4d69
BM.GE
02.09.20 13:00
768
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo უკვე ორ წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს. მიტანის სერვისით სარგებლობა უკვე 5 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდშია შესაძლებელი. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გააფართოვა თბილისის დაფარვის არეალი და Glovo-ს გამოძახება, უკვე წყნეთშიცაა შესაძლებელი. ამჯერად, ტექნოლოგიურმა კომპანიამ ახალი ინოვაციური პროექტი, Cook Room შესთავაზა პარტნიორებსა და მომხმარებლებს.
Cook Room Glovo-ს პროექტია, რომელიც გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისზე გათვლილ სივრცეს, სადაც გაერთიანებული იქნება Glovo-ს პარტნიორი რესტორნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალურად აღჭურვილი სამზარეულოები.

ახალი პროექტის საშუალებით, Glovo-ს პარტნიორ ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ ახალი ლოკაცია ქალაქის სხვადასხვა უბანში, რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე იქნება ორიენტირებული. შესაბამისად, უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს კონკრეტული ობიექტის მომსახურებით. თანაც ისე, რომ შემცირდება რესტორნის დატვირთულობა და დრო, რომელიც თქვენი საყვარელი კერძის მომზადებას სჭირდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი ლოკაცია, მხოლოდ და მხოლოდ მიტანის სერვისსა და მომხმარებლისთვის შეკვეთის დროულ მომზადებაზე იქნება გათვლილი.

განსაკუთრებული ამბავი ისაა, რომ Cook Room-ში ჩართვისთვის პარტნიორ რესტორნებს არ მოუწევთ დამატებითი რესურსის დათმობა, რადგან Glovo უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურასა და მართვის ნაწილს. პარტნიორებმა სივრცე, მხოლოდ მზარეულებით, საჭირო პროდუქციითა და განსაკუთრებული მოსამზადებელი აღჭურვილობით უნდა უზრუნველყონ.

Glovo-ს მენეჯერები კოორდინაციას გაუწევენ მთლიან პროცესს: შეკვეთის მიღებას, კურიერებისთვის გადაცემას და თქვენი საყვარელი კერძების სახლის კარამდე მიტანას.

„გასულ კვარტალში სარესტორნო ბიზნესმა დიდი ცვლილებები განიცადა-გლობალური პანდემიის პირობებში ბევრად პოპულარული გახდა "Dark Kitchen"- ის კონცეფცია. ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში დაგვემატებინა პროექტი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებდა სხვა ქვეყნებში, კოვიდის პერიოდამდეც.

"CookRoom" არის სივრცე სადაც სარესტორნო ბიზნესის სხვადასხვა წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, მომხმარებლებს შესთავაზონ მათი პროდუქცია ადგილზე მიტანის კიდევ უფრო სწრაფი სერვისით.

ამ ეტაპზე ვიწყებთ მხოლოდ ერთი ლოკაციით და გვეყოლება ისეთი პარტნიორები როგორიცაა Greek Point, Pipes Burger Joint, მექსიკური სამზარეულო Mexicana, თუმცა ვფიქრობთ წამოწყება წარმატებული იქნება საქართველოში და ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ლოკაცია დაგვემატება.“ - ლუკა ხვადაგიანი, Glovo-ს პარტნიორების ოპერაციების მენეჯერი.

Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com