27.ივლისი .2021 18:14

გაიგეთ, რა სიახლეს სთავაზობს "ალფა სახლი ნუცუბიძეზე" კოვიდ-ვაქცინირებულ მომხმარებლებს - (R)

გაიგეთ, რა სიახლეს სთავაზობს "ალფა სახლი ნუცუბიძეზე" კოვიდ-ვაქცინირებულ მომხმარებლებს - (R)
views 607
უკან

"ალფა სახლი", როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანია, აცნობიერებს სოციალურ ვალდებულებებს და ცდილობს, იმ პრობლემის მაქსიმალურად აღმოფხვრას, რაც ამა თუ იმ ეტაპზე საზოგადოების წინაშე დგას. განსაკუთრებით დღეს, კოვიდპანდემიის პირობებში, ვთვლით, რომ ყველა ქართულმა კომპანიამ, მათ შორის ჩვენ, ხელი უნდა შევუწყოთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიას, რათა პანდემიასთან ბრძოლის რთულ გზაზე საკუთარი წვლილი შევიტანოთ.

სოციალური პასუხისმგებლობა "ალფა სახლის" საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მომხმარებელსა და თანამშრომელზე ზრუნვა კი, კომპანიისთვის პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენმა გუნდმა, რომლის თითქმის 90% კოვდვაქცინით უკვე აცრილია, გადაწყვიტა, ჩვენს მომხმარებლებს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შესთავაზოს ახალი პროექტი.

კერძოდ, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, "ალფა სახლი ნუცუბიძეზე" პოტენციურ მობინადრეებს სოლიდურ შეთავაზებას უკეთებს - ბინის შეძენის შემთხვევაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 2-ჯერ აცრილ ყოველ ადამიანს, აგვისტოში, კვადრატულ მეტრზე 20-დოლარიანი ფასდაკლება შეეხება.

"ალფა სახლი" ყოველთვის გამოირჩევა, მომხმარებელზე ორიენტირებული გადახდის მოქნილი პირობებით - ჩვენ პროექტებზე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 17 წლამდე განვადებით და მშენებლობის დასრულებამდე თვეში შემოიტანოთ - 690 ლარი.

სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი", რომელიც ქმნის კომფორტს და ხარისხსს - ადამიანების გემოვნებასა და მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროექტებს, მოუწოდებს ყველას, ჩაერთოს ვაქცინაციის კამპანიაში, რადგან თითოეული ვაქცინირებული ადამიანი ერთით მეტ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა