25.ნოემბერი .2021 14:13

გაიხსნება თუ არა ღამის კლუბები? - განმარტება

გაიხსნება თუ არა ღამის კლუბები? - განმარტება
views 356
უკან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ საფუძველზე ღამის კლუბების გახნის საკითხი ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

საქმე ის არის, რომ ღამის კლუბების ნაწილის ინფორმაციით, მათი გახსნა იგეგმება და საკითხზე უწყებათშორისი საბჭო მალე იმსჯელებს.

„კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან. მათთან პირველად დაიტესტა „მწვანე პასპორტი“, რის შედეგადაც ჩავატარეთ ეპიდემიოლოგიური კვლევა. ვფიქრობ, დავაკვირდებით ეპიდრიცხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა საშუალებასაც მოგვცემს ეპიდემია, ჩვენ წამოვაყენებთ საბჭოზე რეკომენდაციას, რომ მათი გახსნა მოხდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამაც.

„ჯერჯერობით ამაზე კონკრეტული კონსულტაციები გამართული არ არის, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის საკმაოდ რთული და თუ ვითარება გაუმჯობესდება, შესაძლოა ეს გადაიხედოს. დღესდღეობით საუბარია იმაზე, რომ შევინარჩუნოთ ის ბიზნესი, რომელიც გახსნილია და დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობა გაიმართება, თუკი ამის საშუალება იქნება“, - აღნიშნა გაბუნიამ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა