მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიზარდა თუ არა ლომბარდებიდან ნივთების გატანის მოთხოვნა?

5e96ce9953fbb
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.20 13:30
1022
სესხის გამცემ სუბიექტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი ვახტანგ გრიგალაშვილი BM.GE-სთან საუბრისას საგანგებო მდგომარეობის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად, ლომბარდების დახურვასა და მომხმარებელთა გამოხმაურებაზე საუბრობს.

მისი დაკვირვებით, პირველ პერიოდში უკმაყოფილო მომხმარებლების რაოდენობა უფრო მეტი იყო, ვიდრე - ახლა.

გრიგალაშვილის ინფორმაციით, პირველ დღეებში მომხმარებლები მათ მიმართავდნენ როგორც ნივთების გატანის მოთხოვნით, ასევე საყვედურით, თუ რატომ არ იყვენენ გაფრთხილებულნი წინასწარ, თუმცა ვახტანგ ბუცხრიკიძე აღნიშნავს, რომ მათი უდიდესი ნაწილი შექმნილ ვითარებასა და შეზღუდვებს გაგებით მოეკიდა.

"ჩვენ ღირებად, ძვირფასეულ ნივთებთან გვაქვს საქმე და ბევრ ჩვენს მსესხებელს უნდოდა, რომ თავისი ნივთები გაეტანა და განეკარგა მისი შეხედულებისამებრ, თუმცა აქ არის ერთი მომენტი, რომ ეს მომსახურება შეიზღუდა მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, სხვა ფინანსური, ან სხვა სახის მიზეზი ამას არ აქვს.
ეროვნული ბანკი მთლიანად არის ჩართული ჩვენს საქმიანობაში, როგორც მანამდე იყო და ჩვეულებრივად არის თავიდან ბოლომდე დაცული ფინანსურად თუ ყველანაირად და ეს უხერხულობა ნამდვილად არის საზოგადოებაში - ზოგს უნდა რომ დაფაროს და გაიტანოს ნივთი, დაფარვა დისტანციურად გამოდის, მაგრამ ეს ნივთის გატანა დისტანციურად ვერ გამოდის.

მხოლოდ ჩვენს კომპანიაში 12 800 აქტიური მომხმარებელი გვყვავს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 1%-ც არ არის ისეთი, ვინც ჩვენი მხრიდან დეტალურად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ ვერ გაიგო, ან გამძაფრებულად მიუდგა საკითხს. იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა ეს მდგომარეობა, თუმცა ძალიან ბევრს შეექმნა ამ მხრივ დისკომფორტი.

ძირითადად, მაინც მომხმარებელები ამის გაგებით შეხვდნენ, ძალიან ფართო პრობლემა არ გამოიწვია, ულტიმატუმის ენით ძალიან მინიმალიზირებულად იწერება ასეთი პოზიციებიი, რომლის საფუძველზე ჯამდება და მიდის მსჯელობა რაიმე ხომ არ არის გადასახედი. რაც იყო და რაც დაფიქსირდა, იყო პირველ დღეებში, ახლა ასეთი მოთხოვნები განულებულია თითქმის", - განაცხადა სესხის გამცემ სუბიექტთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა და ერთ-ერთი ლომბარდის მმართველმა.

ვახტანგ გრიგალაშვილი ასევე ამბობს, რომ მათ ჰქონდათ მსჯელობა, საკურიერო მომსახურებით მოეხდინათ მათი მსესხებლებისთვის ნივთების მიწოდება ვალდებულებების დაფარვის პირობით, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა და რისკი ძალიან მაღალი იყო.

"იყო მსჯელობა, რომ საკურიერო მომსახურეობა ჩაგვერთო ამ ნაწილში, მაგრამ აქაც ძალიან დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით, რომ ეს არის ძვირფასეულობა და უსაფრთხოების ნაწილი უნდა იყოს ძალიან დაცული, ვთქვათ შეიძლება კურიერს გაატანო საყოფაცხოვრებო ნივთები, ბევრი რამ, მაგრამ როდესაც საუბარია ძვირფასეულობასა და მის აღწერილობაზე, თან ამავე დროს რისკი იზრდება, როდესაც კურიერს ატანს ძვირადღირებულ ოქროს. რისკი დიდია, პასუხისმგებლობის საკითხი არის ძალიან დიდი დისკომფორტი. აღმოჩნდა ისე, რომ მომხმარებელს შეუძლია დაფაროს ვალდებულება, რომ არ იხადოს ყოველთვეში პროცენტი, მაგრამ ვერ მიღებს ნივთებს, სანამ ოფისები და საცავები არ გაიხსნება", - განაცხადა ასოციაციის თანადამფუძნებელმა.