რადიო ჰერეთი FM102.8 ასოციაციასთან „ქართული ღვინო“ ერთად ახალ პროექტს იწყებს და იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ერთობლივ კამპანიამ, სახელწოდებით #გააზიარეთანადგომა დღეს 6 აპრილს აიღო სტარტი. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
"რადიო ჰერეთის ფეისბუქ გვერდზე დღეიდან ღვინის კომპანიებისა და მარნების მფლობელები საკუთარი მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოებს შემოგვთავაზებენ და ახალი რეალობის გამოწვევებზე გიამბობენ.
კამპანია მიზნად ისახავს ღვინის მწარმოებლების და ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიების მხარდაჭერას და მათი ცნობადობის ამაღლებას", – წერს რადიო ჰერეთი.
“მსოფლიო მასშტაბით დღეს კომპანიების უმრავლესობა კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზისს განიცდის. საკარანტინო შეზღუდვების გამო საცალო სავაჭრო ობიექტები მომხმარებლებისგან ცარიელია, ლოჯისტიკური პრობლემების გამო ონლაინ გაყიდვები მცირდება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში დიდი წარმოებები მუშაობას აჩერებენ. კომპანიები გამოსავლის გზებს ეძებენ და კრიზისის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიებს შეუმსუბუქებს სტრესულ გარემოს და ხელს შეუწყობს პოზიტიური აზროვნების განვითარებაში. მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, დღეს რაც ყველაზე მეტად ჭირდება ბიზნესს ეს არის თანადგომა. ჩვენი გადაწყვეტილება აგვეღო სოციალური პასუხისმგებლობა დავხმარებოდით კომპანიებს სწორედ ამას ემყარება და კრიზისის პირველ ეტაპზე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ ბიზნესს და ვიმუშაოთ მათი ცნობადობის ამაღლებაზე.” – აცხადებენ პროექტის ავტორები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ