მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი, 12:00 საათზე გახდება ცნობილი

61af59086316f
თელარა გელანტია
08.12.21 09:00
858

დღეს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების სხდომა იმართება.

როგორც bm.ge-ს სებ-დან აცნობეს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ონლაინრეჟიმში უპასუხებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქ პლატფორმაზე - www.facebook.com/NationalBankofGeorgia/  12:00 საათზე დაიწყება.

დღესვე გამოქვეყნდება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაც. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი კვარტალში ერთხელ იკრიბება და მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.


ცნობისთვის: რეფინანსირების განაკვეთი ამჟამად 10%-ია. ნოემბერში წლიური ინფლაცია 12.5%-იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 3%-ია, შესაბამისად, დღეს ქვეყანაში სამიზნეზე 4-ჯერ მაღალი ინფლაციაა.