რას შეცვლის დასაქმებულების ბაზარზე მინიმალური ხელფასის გაზრდა? - ამ კითხვაზე პასუხად ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ მის მიღებას ექნება თავის ფასი და ამ ფასის გადახდა დასაქმებულების ერთ ნაწილს სამუშაოს დაკარგვით, დარჩენილ ნაწილს კი სამუშაოს მოცულობის ზრდით მოუწევს.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ მისი მიღება ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდასთან ერთად გავლენას იქონიებს ინფლაციაზეც.
„ევროკავშირის კითხვარში მოცემული ეს კითხვა, გაქვთ თუ არა მინიმალური ხელფასი და დაფიქსირება იმის, რომ არა ჩვენ არ გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო ხელშეკრულებას გაგვიუქმებენ და დაგვსჯიან. ეს არის სტანდარტული კითხვარი და აქ მნიშვნელოვანი არის არა ეს პუნქტები, არამედ დემოკრატიის ხარისხი, კანონის უზენაესობა და ა.შ.
პროფკავშირების ამოცანას ყველა ქვეყანაში წარმოადგენს დასაქმებულების უფლებებზე "ზრუნვა," ისინი ეკონომიკურ კონტექსტს არ უყურებენ. სინამდვილეში ამის დაწესება არ ხდება უდანახარჯოდ. ეს ნიშნავს უფრო მეტი სამუშაო ადგილის დაკარგვას და უფრო მეტ უმუშევარ ადამიანს იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც შეინარჩუნებენ სამსახურს და მათ ეს ხელფასი გაეზრდებათ.
კანონი მინიმალური ხელფასის შესახებ ეხებათ იმ ადამიანებს, რომელთა ხელფასი დაბალია, ეს არის არაკვალიფიციური სამუშაო ძალა, ამაში არ ვგულისხმობ ადამიანებს, ვისაც კომპეტენცია არ აქვთ, იგულისხმება ის დასაქმებულტა ჯგუფი, რომელთა სამუშაო არ საჭიროებს დიდ შინაარსობრივ მოქმედებებს. ესენი არიან კონსულტანტები, მოლარეები და ა.შ. ასეთი ტიპის სამუშაო ძალის ჩანაცვლება თანამედროვე ტექნოლოგიებით მარტივია, შესაბამისად კანონის დაწესება ნიშნავს იმას, რომ ფირმები ამაზე მოახდენენ მოქმედებას.
ადამიანების გარკვეულ ნაწილის, ვისაც შეუნარჩუნდება სამსახური, მათთვის ხელფასის ზრდა გარკვეულწილად ფასების დონეზე მოახდენს გავლენას.
მთლიანობაში ეს კანონი ზოგადად საზოგადოების მდგომარეობას არ აუმჯობესებს. მცირედით გააუმჯობესებს ერთი ჯგუფის მდგომარეობას, მაგრამ ის უარყოფითად იმოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამის გამო დატოვებენ სამსახურს. ამის არაერთი კვლევა არსებობს, ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც კარგად იყიდება არჩევნებზე და მას არ აქვს რაიმე ეკონომიკური შინაარსი“ - მიაჩნია ცომაიას.
ეკონომისტი მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, არაფორმალურ სექტორში დასაქმების ზრდაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამის კონტროლი უფრო მეტად გართულდება.
„ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის არაფორმალურად დასაქმების ტენდენციებს საქართველოში. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი მაღალგანვითარებული ქვეყანა, სადაც ემიგრანტები არალეგალურად საქმიანობენ. არ ჭირთ ფირმებს მათი არალეგალურად დასაქმება. მათი ხელფასი გაცილებით დაბალია. არაერთი კვლევა არსებობს იმაზე, რომ მაგალითად იმ შტატში, სადაც უფრო მაღალია კანონით მინიმალური ხელფასი, იქ არაფორმალური დასაქმებაც უფრო მაღალია.
ამისი კონტროლი საქართველოში ახლაც ჭირს, როდესაც ეს მინიმალური ხელფასი გაიზრდება, მითუფრო მეტად გაუჭირდებათ. ზოგადად საზოგადოებაში მოიძებნება ბევრი ადამიანი, რომელიც მზად არის დასაქმდეს უფრო დაბალ ხელფასად, ვიდრე ეს კანონით არის დაშვებული. მაღალ განვითარებულ ქვეყნებში იციან, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის სისულელე“ - განაცხადა BMG-სთან ცომაიამ.
ინფორმაციისთვის, მინიმალური ხელფასების შესახებ კანონმდებლობა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, სრულ განაკვეთზე დასაქმებულთათვის ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი 3 800 დოლარით შვეიცარიაშია.
საქართველო ამ ჩამონათვალის ბოლოშია, რადგან ოფიციალური მინიმალური ხელფასი 1999 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა და ის 20 ლარს შეადგენს.
ამაზე დაბალი მინიმალური ხელფასი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მხოლოდ 4 ქვეყანაშია, ესენია სიერა ლეონე ($6); რუანდა ($3); ბურუნდი ($2) და უგანდა ($2).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას