მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საცალო გაყიდვებში დასაქმებულებს მთავრობა 300 ლარით დაეხმარება

5fbf883b4bcca
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.20 14:48
1833
საქართველოს პრემიერის-მინისტრის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან რითეილ - საცალო გაყიდვების სექტორში სახელმწიფოსგან 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 100 000 – 120 000 ადამიანი იქნება. ამასთან საცალო გაყიდვების სექტორში დასაქმებული ადამიანებს, რომლებიც შეზღუდვების გამო დროებით დაკარგავენ სამსახურს და ექნებათ საბანკო ვალდებულებები, სახელმწიფო ბანკებთან სესხების გადავადების საკითხზე უშუამდგომლებს.

„ჩვენი ბიზნესის დახმარების და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა უკიდურესად მიზნობრივი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ტალღის დროს არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის მასშტაბი და მაქსიმალურად ვეცადეთ ეს გადანაწილებულიყო სოციალურ ყველა ჯგუფზე, დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვან ჯგუფებს, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ.

იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და აქ ძალიან ბევრი მოქალაქეა დასაქმებული. ძირითადად ეს შეზღუდვები არის 4-5 კვირა, ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში - ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.

დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა, ვიღებთ ვალდებულებას, რომ ამ სექტორებში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც საბანკო სესხი აქვს, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში“, - განაცხადა პრემიერმა.