მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალამაზება ინექციების გარეშეც შესაძლებელია“ - რას სთავაზობს მომხმარებელს Aesthetic Clinic 27

61473ec89d238
BM.GE
19.09.21 23:17
620
“Aesthetic Clinic 27” მომხმარებელს სხვადასხვა ესთეტიკურ პროცედურას ინექციების გარეშე სთავაზობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თინათინ გეთიაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას თქვა, კვლევები ჩაატარეს, რომლის მიზანი სილამაზის ინდუსტრიაში ქართველი მომხმარებლის საჭიროებების გამოკვეთა იყო.

„აღმოჩნდა, რომ ინექციების გარეშე გალამაზების შესაძლებლობის შესახებ ქართველი მომხმარებელი ინფორმაციას არ ფლობდა, არადა ეს შესაძლებელია და ასეთი პროცედურები ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ჩვენ გვაქვს აპარატი, რომელიც ესთეტიკაში პიონერია; მისი საშუალებით ორგანიზმში ფიბროპლასტების გააქტიურება და კოლაგენის გამომუშავება ხდება, შედეგად კი შესაძლებელია ინექციების გარეშე, სახის ლიფტინგი, ტუჩის აუგმენტაცია, მიმიკური ნაოჭების გასწორების პროცდურები ჩატარდეს. ბუნებრივი რესურსის გამოყენება უცხო სხეულების გარეშე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განმარტავს “Aesthetic Clinic 27”-ის დამფუძნებელი.

თინათინ გეთიაშვილი ასევე ღიად საუბრობს იმაზე, რომ თავდაპირველად მომხმარებელს მათ მიმართ უნდობლობა ჰქონდა.

„მათ უკვირდათ, რომ ლაზერს იმის გაკეთება შეეძლო, რასაც ინექციები აკეთებდა, თუმცა, დაახლოებით, 2-3 თვეში მომხმარებელი ადაპტირდა და ახლა “Aesthetic Clinic 27“-ის პროცედურებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - დასძინა მან.