02.სექტემბერი .2019 13:35

Galaxy Note10|10+ ის გაყიდვები დაიწყო

views 126
უკან

სამსუნგის უახლესი ფლაგმანი მოდელები Galaxy Note10|10+ უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორების მაღაზიებში.

შეიძინე წლის საუკეთესო სმარტფონი და გამოსცადე ახალი თაობის სიმძლავრე!

წელს პირველად ნოუთის ხაზის ისტორიაში სამსუნგმა ორი სხვადასხვა ზომის და კონფიგურაციის სმარტფონი წარმოადგინა - Galaxy Note10 და Galaxy Note 10+.
სმარტფონები შექმნილია კრეატიული, სოციალურად აქტიური და საქმიანი ადამიანისთვის, ვინც მაქსიმალურს მოითხოვს თავისი სმარტფონისგან.

სმარტფონები აღჭურვილია 7 ნანომეტრიანი, ულტრა თანამედროვე პროცესორით, რომელიც მის წინამორბედთან შედარებით გახდა კიდევ უფრო მძლავრი და ამავდროულად ენერგოეფექტური. Galaxy Note10|10+ ეკრანები დინამიური AMOLED ტექნოლოგიის FHD+ რეზოლუციის ეკრანით არის აღჭურვილი. მას ამ ეტაპისათვის ყველაზე მაღალი სიმკვეთრის მაჩვენებელი აქვს და HDR10+ ტექნოლოგიის მხარდაჭერით შეუძლია მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემა.

Galaxy Note10+ გიგანტური 6,8 ’’ Infinity O-ტიპის ეკრანით, ყველაზე დიდი და ძლიერი მობილური მოწყობილობაა ბაზარზე. მისი შიდა მეხსიერება 256 GB-ია, ხოლო მიკრო SD ბარათის მხარდაჭერა გაძლევთ საშუალებას მოცულობა 1 ტერაბაიტამდე გაზარდოთ. Galaxy Note10+ ვერსიაში ძირითადი კამერების რაოდენობა ოთხია, დამატებული აქვს 3D სენსორი, იგივე TOF კამერა. გიგანტური ეკრანის მქონე სმარტფონის აკუმულატორის მოცულობაც შესაბამისია და შეადგენს 4300 მილიამპერს.
Galaxy Note10 წარმოდგენილია 6.3 ინჩიანი Infinity O-ტიპის ეკრანით. მისი შიდა მეხსიერება 256GB-ია, ხოლო ოპერატიული მეხსიერება 8 GB შეადგენს. აქვს სამი ძირითადი კამერა: ფართოკუთხიანი 12 MP, f/1.5- f/2.4, 27mm; ტელეფოტო - 12 MP, f/2.1, 52mm და ულტრაფართოკუთხიანი ლინზა 16 MP, f/2.2, 12mm.

სუპერ სწრაფი, უსადენო დამუხტვა, გაუმჯობესებული კამერა, ობიექტების 3D სკანირება, ვიდეოგადაღებისა და დამუშავების სრულიად განსხვავებული შესაძლებლობები, ახალი თაობის S-Pen, რომელიც ახლა უკვე შეხების გარეშე მართვის საშუალებას გაძლევთ და ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ერთ სმარტფონშია თავმოყრილი.
სმარტფონები წარმოდგენილია ოთხ საოცრად ლამაზ ფერში: მოელვარე ნათება, მოელვარე შავი, მოელვარე თეთრი და მოლევარე წითელი.

სამსუნგი გირჩევთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება. ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ჰოლოგრამით შეძენის შემთხვევაში შენ შეგიძლია ჩაერთო Trade-In აქციაში, ანუ გაცვალო ძველი სმარტფონი სამსუნგის ახალ ფლაგმანზე; ასევე, მიიღო დამატებით 1 წლიანი ეკრანის გარანტია, ანუ ეკრანის გატეხვის შემთხვევაში სამსუნგი ეკრანს შეგიცვლის საჩუქრად.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

(R)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა