მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galaxy S11-ი განახელბული კამერით გამოვა

5e0b013eac894
ნათია თაქთაქიშვილი
31.12.19 17:10
1472
Galaxy S11 სერია სულ მალე წარსდგება მყიდველის წინაშე, 2019 წლის ბოლოს კი, Galaxy S11-ის კამერის მოდული და ზომები ცნობილი გახდა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული Forbes  წერს.

Samsung Galaxy S11, რომლის გამოჩენასაც 2020 წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ, წინასწარი ინფორმაციით, კამერების დიდი „ოთხკუთხედი დაფით“ იქნება აღჭურვილი. როგორც გამოცემა წერს, Samsung-ის ფლაგმანს 108-მეგაპოიქსელიანი გარჩევადობა და 5x ტელეფოტო ლინზები ექნება.

რამდენიმე დღის წინ სამივე სმარტფონის — Galaxy S11e-ს, Galaxy S11-ისა და Galaxy S11 Plus-ის ეკრანის დამცავების ფოტოებიც გავრცელდა, რამაც მათ დიზაინზე გარკვეული ინფორმაცია მოგვცა.

თვალშისაცემია სხვაობა ზომაში S11e-სა და S11-ს შორის. ზუსტი ზომების დადგენა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მაგრამ სავარაუდოდ, სმარტფონების ეკრანები შემდეგი თანმიმდევრობით იქნება დალაგებული: S11e - 6.4 ინჩი; S11 - 6.7 ინჩი; S11 Plus - 6.9 ინჩი.