19.მაისი .2021 09:20

გალერია თბილისი აქტივების მართვის თანამედროვე სისტემას Singu FM-ს ნერგავს

გალერია თბილისი აქტივების მართვის თანამედროვე სისტემას Singu FM-ს ნერგავს
views 501
უკან

საქართველოს უმსხვილესმა სავაჭრო ცენტრმა გალერია თბილისმა შენობების შიდა მეურნეობის მართვის თანამედროვე გადაწყვეტილება დანერგა. გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის უმსხვილესი პროექტია, სადაც უკვე არაერთი მსოფლიო ბრენდია წარმოდგენილი.

სავაჭრო ცენტრების შიდა მეურნეობის მართვის გამოწვევები

სავაჭრო ცენტრის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი ეფექტიანი მართვა პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე, რთულია. კომპლექსში არსებული ძირითადი საშუალებები საჭიროებენ გეგმიურ შემოწმებებს, რათა გაიზარდოს მათი სასიცოცხლო ციკლი და თავიდან იქნეს აცილებული მოულოდნელი-გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები და მათთან დაკავშირებული ხარჯები.

სამეურნეო საკითხებზე და მოიჯარეებისგან მიღებულ ტექნიკურ ინციდენტებზე დროული რეაგირება, რათა არ მოხდეს პროცესების დროში გაჭიანურება, დიდი გამოწვევაა გალერია თბილისისთვის.

ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად გალერია თბილისმა უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო და თანამედროვე პროგრამის Singu FM-ის დანერგვა დაიწყო.

გამოწვევების გადაწყვეტა Singu FM-ში

გალერია თბილისი Singu FM-ის ფუნქციონალის ნაწილს უკვე იყენებს. ოპერაციები, რომლებიც ადრე მანუალურად იმართებოდა, ახლა ავტომატიზებულად, სწრაფად და უშეცდომოდ აღირიცხება. კომპანიამ უკვე შეძლო:

ინციდენტების გადაჭრის დროის მინიმიზაცია - თითოეული შემთხვევის პროგრამაში დაფიქსირების შემდეგ ხდება მასზე რეაგირებისა და გადაწყვეტების დროების მონიტორინგი, რის შედეგადაც შემცირდა პრობლემების გადაჭრის დრო.

აქტივებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება - ძვირადღირებული მოწყობილობების თანმდევი დოკუმენტაციის (სერტიფიკატები, ტექნიკური დოკუმენტები, შემოწმების დასკვნები, აშ.) პროგრამაში თავმოყრამ გაამარტივა მათი ადმინისტრირება.

მოულოდნელი და გადაუდებელი ხარჯების შემცირება - ძირითადი საშუალებებზე პრევენციული ღონისძიებების გაწერითა და შესრულების კონტროლით, მოხდა დაუგეგმავი ხარჯების გაწევის საჭიროებების მინიმიზაცია.

„Singu FM-ის დანერგვის შემდეგ ჩვენი სამეურნეო და შენობის მოვლა-პატრონობის პროცესები მნიშვნელოვნად გამარტივდა.

თანამშრომლებისთვის დავალებების შექმნა-მართვა დაჩქარებულია და ზოგადად, გაზრდილია სავაჭრო ცენტრის მართვის ეფექტურობა. Singu FM-ის მოქნილი და ადვილად გამოსაყენებელი მობილური აპლიკაცია, საშუალებას მოგვცემს დროულად მივიღოთ უკუკავშირი და შევძლოთ მეიჯარეების კმაყოფილების გაზრდა“, - აცხადებს თეონა ხითარიშვილი.

გარდა ზემოხსენებულისა, Singu FM მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჩაატარონ შენობაში მყოფი ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. ამ და კიდევ არაერთი ფუნქციონალის გამოყენებას გალერია თბილისი პროგრამის სრული დანერგვის შემდეგ შეძლებს.

გალერია თბილისმა Singu FM-ს უპირატესობა მარტივი სალიცენზიო სტრუქტურის გამოც მიანიჭა - სისტემის ლიცენზირება დამოკიდებულია შენობის ფართობზე და არა მომხმარებლების (იუზერების) რაოდენობაზე. შესაბამისად, საჭიროებისას, მარტივად ხდება ახალი მომხმარებლების დამატება, სოფტის ღირებულების ცვლილების გარეშე.

Singu FM-ის ოფიციალური პროვაიდერი საქართველოში BDO Digital-ია, რომელიც კომპანიებს არაერთ თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს. Singu FM-ის შესაძლებლობებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა