მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალერია თბილისმა სასაჩუქრე ბარათის ონლაინ ფუნქციონალი დანერგა (R)

61962fa81d4a8
BM.GE
18.11.21 14:48
942
გალერია თბილისმა სასაჩუქრე ბარათის ონლაინ ფუნქციონალი დაამატა. დღეიდან, ბარათის ყიდვა www.galleria.ge -ზეა შესაძლებელი.

შეძენიდან რამენიმე საათში კურიერი სასურველ ადგილას მიუტანს ადრესატს საჩუქარს. მიმდინარე პერიოდში მიტანის სერვისი უფასოა და თბილისს მოიცავს.

ონლაინ სერვისთან ერთად ჩაეშვა განახლებული დიზაინის ბარათები, რომლებიც როგორც ადგილზე, ისე ონლაინ გაყიდვისას გაიცემა.

სასაჩუქრე ბარათის ონლაინ გაყიდვის სერვისის დანერგვა გალერია თბილისის ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის ფარგლებშიც კომპანია მომხმარებლებს ახალ გამოცდილებას სთავაზობს და მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას პირდება.