მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალერია თბილისში“ შუქის გამორთვის გამო, მცირეხნიანი ევაკუაცია გამოცხადდა

61a110b392b55
თამთა ჯიჯავაძე
26.11.21 20:49
1495
„გალერია თბილისში“ შუქის გამორთვის გამო, მცირეხნიანი ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი დენის ვარდნის გამო დაზიანებული ტრანსფორმატორი გახდა.

„ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა მალევე შეწყდა განგაში, მომხმარებელი შენობაში მალევე დავაბრუნეთ. ტრანსფორმატორი დაზიანდა, რის გამოც დენი მაღაზიების ნაწილში გამოირთო “, - აცხადებენ „გალერია თბილისში“.

ინციდენტი დაახლოებით 18:30 საათისთვის მოხდა.

ცნობისთვის, „შავი პარასკევის“ გამო, დღეს სავაჭრო ცენტრს განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი სტუმრობდა.