მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალის რაიონში დე ფაქტო მთავრობამ ე.წ კომენდანტის საათი გამოაცხადა

5e836746d483a
თამთა ჯიჯავაძე
31.03.20 19:48
806
ოკუპირებულ აფხაზეთში გალის რაიონში ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა. 

დოკუმენტის მიხედვით, გალის რაიონში ე.წ კომენდანტის საათი საღამოს 20 საათიდან დილის 07 საათამდე იმოქმედებს.

ე.წ კომენდანტის საათის პერიოდში იკრძალება მოქალაქეების ქუჩაში გასვლა, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლა. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.