მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart - ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო

5feb464569cac
ინგა მურუსიძე
29.12.20 22:42
887
ტარიფების ზრდა გარდაუვალი იყო, - ამის შესახებ BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.

„მოსალოდნელი იყო, რომ ტარიფები გაიზრდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ვუყურებთ კომპანიების მდგომარეობას და ველოდით, რომ ასე მოხდებოდა. დღევანდელ სხდომაზე არ მოხდა რიგი ხარჯების გათვალისწინება, სემეკმა ძალიან ხისტად იხელმძღვანელა და მაქსიმალურად დაწნეხა ის ხარჯები, რომელიც კომპანიას ჰქონდა. სემეკ-მა ზღვარი ზუსტად დაიჭირა, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიებს სურდათ, რომ ტარიფები მეტად გაზრდილიყო, თუმცა, სემეკმა ეს არ გააკეთა და მათ არ დათანხმდა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ იზრდება ტარიფები და იმსახურებს თუ არა კრიტიკას კომპანია ტარიფის გაზრდის მოთხოვნის გამო, ჩახვაშვილი აცხადებს, რომ ეს მიდგომა არასწორია, რადგან კომპანიებს თუნდაც ვალუტის კურსის ზრდის გამო ეზრდებათ მომსახურების ღირებულება, შესაბამისად, ცდილობენ დანახარჯი ამოიღონ.

„გარდა ამისა, იზრდება იმპორტის წილი გაზრდილი მოხმარებიდან გამომდინარე, ლარის კურსში გადატანაში ხარჯს მნიშვნელოვნად ზრდის“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სემეკის გადაწყვეტილებით, როგორც ელექტროენერგიის, ისე წყლის ტარიფები გაიზარდა.