12.თებერვალი.2019 13:26
ეკონომიკა

GALT & TAGGART: სებ-ი რეზერვების შესავსებად, სავარაუდოდ, $200 მლნ-ს შეისყიდის

GALT & TAGGART:  სებ-ი რეზერვების შესავსებად, სავარაუდოდ, $200 მლნ-ს შეისყიდის
GALT & TAGGART-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების შესავსებად, მიმდინარე წლის განმავლობაში 200 მლნ დოლარს შეისყიდის.

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„ვფიქრობთ, დაბალანსებული იქნება სებ-ის სავალუტო შესყიდვები და ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება ანუ შესყიდვებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან მერყეობებს არ ველოდებით“, - აღნიშნა მან.

GALT & TAGGART-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა „საქმიან დილაში“ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომაც შეაფასა.

მისი თქმით, IMF-ის ARA Metrics-ის მიხედვით, საქართველოს რეზერვები ძალიან დაბალ ნიშნულზეა.

ცნობისთვის: IMF-ის მიერ შედგენილი ARA Metrics-ი არის ახალი მეთოდოლოგია, რომლითაც მსოფლიოს ქვეყნების სავალუტო რეზერვების მოცულობის ადეკვატურობის გამოთვლა ხდება. მეთოდოლოგია რამდენიმე ძირითად ინდიკატორს ეყრდნობა, ესენია: მოკლევადიანი საგარეო ვალის (მათ შორის კერძო სექტორის საგარეო ვალის) მიმართება სავალუტო რეზერვებთან, იმპორტის მაჩვენებლის მიმართება სავალუტო რეზერვებთან, მიმოქცევაში არსებული ფულის მიმართება სავალუტო რეზერვებთან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ამ კრიტერიუმთა ჯამის მიხედვით, თითოეულ ქვეყანას შესაბამის კოეფიციენტს ანიჭებს, რომლის მიხედვითაც, 1-1.5 ქულა რეზერვების ადეკვატურ ზომად ითვლება. თუ რეზერვები ამაზე ნაკლებია, ის არაადეკვატურ ზომად ითვლება, 1.5-ზე მეტი კი ნიშნავს, რომ ქვეყანას იმაზე დიდი ეკონომიკური ბუფერი აქვს, ვიდრე მის ეკონომიკას ესაჭიროება.

IMF-ის მონაცემებით, საქართველოს ქულა დღეს 0.9-ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს რეზერვების ზომა არაადეკვატურია და მას შევსება ესაჭიროება.

„ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სავალუტო რეზერვები, დაახლოებით, 100%-ის ფარგლებში უნდა იყოს, ჩვენს შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 95%-ია, შარშან კი, 92%-ს უტოლდებოდა. იანვრის მდგომარეობით, რეზერვების რაოდენობის სიდიდე 3,4 მილიარდი დოლარი იყო და ეს წლიურად 11%-იანი ზრდაა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს რეზერვები დაახლოებით 3,6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება“, - აცხადებს ევა ბოჭრიშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ჩატარებულ 8 სავალუტო აუქციონზე 120 მლნ დოლარი შეისყიდა.
ავტორი: მარიამ ადამია

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
101

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად