მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ფუნქციონირება დაიწყო

62f9f7779dc72
მარიამ ვარადაშვილი
15.08.22 14:22
544
კონკურენციის სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა ფუნქციონირება დაიწყო. დეპარტამენტს სერგო სანიკიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც სხვადასხვა საჯარო და კერძო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

ცნობისთვის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი 1 ივნისს ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეების განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს.

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია კანონქვემდებარე აქტის - საჩივრის მიღების და განხილვის წესის მიღება, ცხელი ხაზის ამოქმედება, მაქსიმალური ინფორმირების მიზნით საკომუნიკაციო შეხვედრები ბიზნეს სექტორის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან.

მომხმარებელთა უფლებების ეფექტურად განხორციელების პროცესში, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდი გაუწევს, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

"პროექტის მიზანია კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის მიმართულების გაძლიერება, საქართველოში მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესა, დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, პატივისცემაზე დამყარებული ქცევის კულტურის დამკვიდრება",-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.